თბილისის N133 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
25-04-2024
თბილისის N133 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს საინტერესო ვიქტორინა მიეძღვნა, სახელწოდებით - „ყველაზე წიგნიერი“. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მე-5 - მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა წინასწარ 6 წიგნი წაიკითხეს და სწორედ ამ ლიტერატურის გააზრება და გახსენება დაეხმარათ სწორი პასუხების პოვნაში.

როგორც სკოლაში აფასებენ, ვიქტორინა ცოცხალი და ხალისიანი გამოვიდა. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად, მასწავლებელმა ნინო ბარბაქაძემ წიგნები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გაიმარჯვა მე-5 კლასის გუნდმა - „წიგნის ჭიები“, მოიპოვა 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის ბოლოს,  ყველა მონაწილე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პედაგოგ ნინო ბარბაქაძეს დაუღალავი შრომისა და საინტერესო კონკურსის ორგანიზებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203