ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე შოთა რიჟამაძემ კვიპროსში გამართულ საერთაშორისო რეგატაში პირველი ადგილი დაიკავა
25-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა სიამაყით გვაცნობს მე-8 კლასის მოსწავლის - შოთა რიჟამაძის საერთაშორისო სპორტულ წარმატებას.

შოთა რიჟამაძე ფოთის ნიჩბოსნობის კლუბის - „ლეონი“ სპორტსმენია, ის 2024 წლის მარტში, კვიპროსში ჩატარებულ საერთაშორისო რეგატაში, 17 ქვეყანის წამომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში შოთიკომ საუკეთესო შედეგი აჩვენა, პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.

სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს. 

„წარმატებები, შოთიკო... გვეამაყები... ყოჩაღ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203