მარნეულის N6 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2024

მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა კარგად აქვთ გააზრებული. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ. 

„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო“, - დედამიწის დღესთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის ამ სიტყვების გარშემო გაერთიანდნენ მოსწავლეები და დასძინეს რომ მარნეულს ბევრი ხე და ჩრდილი სჭირდება. 

​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

სკოლაში მათ მოხალისეობრივი საქმიანობისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, მათ გაწეული შრომისთვის და იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ამ პროცესში გამოიჩინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

1970 წლის 22 აპრილს აშშ-ში დაარსდა დედამიწის დღის აღნიშვნის ტრადიცია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203