წყალტუბოს N1 სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა მარკუს ზუზაკის რომანი - „წიგნის ქურდი“ უსახსოვრეს
25-04-2024

უწიგნოდ თვალთახედვის ისარი, რომ მოკლეა, კარგად იციან ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ამიტომ მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა, ამავე დღეს უკავშირდება წიგნის ჩუქების კამპანიაც. 

ტრადიციას VIII კლასის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ და სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს მარკუს ზუზაკის რომანი - „წიგნის ქურდი“. 

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე იუნესკომ 1996 წლიდან გამოაცხადა. უიუნესკოს რეზოლუციაში აღნიშნულია, წიგნი ცოდნის გავრცელების საუკეთესო და ხელმისაწვდომი საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203