ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
02-05-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ნახევარი საუკუნეა, რაც მსოფლიოს 193 ქვეყანაში 22 აპრილს ჩვენი პლანეტა დედამიწის დღეს აღნიშნავს.

ამ ლამაზ დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ ღვანკითის საჯარო სკოლის IV -V -VI კლასების მოსწავლეები, პედაგოგ მაკა ღიბრაძის ხელმძღვანელობით. 

ბუნების პედაგოგმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ამ დღის შესახებ. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დედამიწა მათი საერთო სახლია და მას გაფრთხილება ესაჭიროება თითოეული ჩვენგანის მხრიდან.

„დაე, მშვიდობიან დედამიწაზე ეცხოვროთ ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურაობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203