ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
24-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის დღე საზეიმოდ, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მასწავლებელი კარინე გრკიკიანი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი, ემოციებით სავსე და შთამბეჭდავი იყო. 

მოსწავლეებმა ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარმართეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. 

ინგლისური ენის დღე უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს უკავშირება, ამიტომ მოსწავლეებმა მსოფლიო დონის ხელოვანის ბიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და ისაუბრეს ადამიანზე, რომელმაც კაცობრიობას უკვდავყოფილი შემოქმედება უსახსოვრა. 

ცნობისთვის, 23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან. 

იხილთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203