ტყიბულის N6 სკოლის I და II კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვას პირველი კლასიდანვე სწავლობენ. 

22 აპრილს პატარებმა დედამიწის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა ჩატარდა სკოლის I კლასში (კლასის ხელმძღვანელი - მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე).

მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, მოისმინეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. გაიმართა დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პატარებს II კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ (დამრიგებელი - ლია ბარბაქაძე). მათ ხელნაკეთი ბროშურები დაურიგეს პირველკლასელებს, ჩაერთნენ დიალოგში და კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადეს ეს დღე.

რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, მათ ხელნაკეთ გლობუსზე დაამაგრეს სურვილები, დაწერეს თუ როგორი პლანეტა სურთ რომ ჰქონდეთ. მოსწავლეებმა ასევე დახატეს თემატური ნახატები და მოაწყვეს გამოფენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203