„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ II კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
24-04-2024
„ზესტაფონის მომავლის სკოლა“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავს. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღების სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ბუნებრივია, რომ სკოლაში დედაენის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, II კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ - ნანო კვანტრიშვილის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს. მათ ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომრები მოაწყვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ.

„ქართული მარტო ენაა?!
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!“- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203