„დედამიწა ჩვენი სახლია!“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები 
25-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. 

22 აპრილს ​ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“, დაამზადეს პოსტერები, აჩვენეს ანიმაციური ფილმები აღნიშნულ თემაზე, თემში ბროშურები დაარიგეს. 

„დედამიწა ჩვენი სახლია! მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას მეტი პასუხსიმგებლობისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203