„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებისთვის საერთაშორისო გამოცდები ჩატარდა
24-04-2024
„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ სწავლა ახალგაზრდების წარმატებული მომავლის გარანტია, რადგან იქ სასწავლო გარემო სრულიად მოსწავლეთა ინტერესებზეა მორგებული. მოწაფეები სკოლაშივე აბარებენ საერთაშორისო გამოცდებს და მსოფლიო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ. 

19 აპრილს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს და ქართულ-ამერიკულ სკოლებში College Board-ის Digital PSAT 8/9 და digital PSAT 10 გამოცდები  ჩატარდა, რომელშიც GAHS და GAS-ის მე-9 და მე-10 კლასის 371 მოსწავლე მონაწილეობდა.

გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. მისი სტრუქტურა კი შემდეგ 4 მოდულს მოიცავს:

1. Reading and writing (module 1);
2. Reading and writing (module 2);
3. The Math Section (Module 1);
4. The Math Section (Module 2).
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ PSAT8/9, PSAT10, PSAT/NMSQT და SAT გამოცდებში მონაწილეობა წარმოადგენს გარე შეფასების ინსტრუმენტს სწავლა-სწავლების საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებაში.

გამოცდაში მიღებული შეფასება მნიშვნელოვანია ამერიკული პროგრამის ტრანსკრიპტში მაღალი GPA-ის მოსაპოვებლად, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს საერთაშორისო ასპარეზზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203