„თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია“- ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
24-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედანის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია“, რომელიც სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ განახორციელა.

პროექტი ითვალისწინებდა როგორც სკოლაში განსახორციელებელ აქტივობებს, ასევე ვიზიტს სოფელ ნოღაში, იმ სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე.

„აქვე ჩავატარეთ მოსწავლეთა სასკოლო შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „ქართული ენის თავგადასავალი“, „ქართული ლიტერატურის ისტორია“, „პალესტინის დღიური“ და „აკაკი შანიძის ღვაწლი ენის, ერისა და ქვეყნის წინაშე“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის მონაწილეთა შორის იყვნენ მშობლებიც. ისინი ინტერესით ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში და გამოავლინეს ქართული ენის გრამატიკული კატეგორიების და მართლწერის, ანდაზების და მხატვრული ხერხების ღრმა ცოდნა.

„საგულისხმოა, რომ მშობლებმა კარგად იციან თავიანთი შვილების სურვილები, მიზნები, საყვარელი ფერები, კერძები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა აგრძელებს საინტერესო პროექტების განხორციელებას მშობელთა ჩართულობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203