„დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სლოგანი და სხვა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
24-04-2024
გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, რაც ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან.

ამის დასტურია, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა აქტივობები. ბავშვებმა აღნიშნული დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათ შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ დედამიწას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

ბავშვებმა ასევე, ფერადი ბუშტები, სიმბოლურად, ცაში გაუშვეს. მათი გზავნილი იყო - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203