ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მასშტაბურ საგანმანათლებლო კონკურსს უმასპინძლა და დღე ღირსეული გამარჯვებით დააგვირგვინა
24-04-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.

ახლახან, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ კონკურსს - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უმასპინძლა. 

კონკურსში შემდეგი სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ:

  • ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი - „რკინის ჯვარი“ (გუნდის კაპიტანი - სიდონია ორლოვი);
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი - „ჯვარი მძლეველი“ (გუნდის კაპიტანი - ნინო ბენდელიანი);
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისის საჯარო გუნდი - „ედემი“ (გუნდის კაპიტანი - ნიკოლოზ ბუკია);
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის გუნდი - „შენ ხარ ვენახი“ (გუნდის კაპიტანი - ხატია ფრუიძე).
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ტურში გააგრძელებს ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის მოსწავლები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა საგალობლებითა და სიმღერებით წარდგნენ.

„ვულოცავთ გიმნაზიის გუნდ „რკინის ჯვარს“ და ვუსურვებთ წარმატებებს“,- გიმნაზიაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203