„მოწყენილი ყვავილი“ - საინტერესო პროექტი დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში 
25-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს - ამ შემართებით კი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-9 სკოლაში, საგან ფიზიკაში საინტერესო პროექტი განხორციელდა, სახელწოდებით - „მოწყენილი ყვავილი“, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, პროექტზე შემართებით იმუშავეს და შედეგიც სასურველი მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ნანული წულაია ხელმძღვანელობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი მალე დასრულდება, პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ინიციატივებში დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203