დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
15-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას. 

ცხადია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია ევროპელ ავტორთა დღეს. 

სკოლაში, ამ დღეს ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც მასწავლებელი ნელი ბედოიძე ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განიხილეს პოლონელი მწერლის ლინდა მალალი ჰანთის ნაწარმოები -  „თევზი ხეზე“ და აღნიშნეს, რომ ეს არის წიგნი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სიკეთეებზე, რომლის გმირებისთვისაც სიკეთე ერთადერთი სწორი არჩევანია, წიგნი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვაქციოთ შეუძლებელი შესაძლებლად, წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამბედაობა დახმარების თხოვნაა, ის ბავშვები კი, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას ნებისმიერ სირთულეებთან გასამკლავებლად, გმირები არიან.

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან ემოციური, მრავლის მომცველი, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203