სკოლებში რელიგიების ისტორიის სასწავლებლად პედაგოგები გადამზადნენ - სამინისტრო პროექტის დეტალებზე
12-04-2024
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის ანგარიშში საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც გასულ წელს სტრუქტურამ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უმაღლესებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მათ შორის, ზოგადი განათლების ნაწილში საუბარია, სკოლებში საპილოტედ დანერგილ არჩევით საგნებზე, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები გადამზადებას გადიოდნენ.

„მიმდინარეობდა არჩევითი კურსის „რელიგიების ისტორია“ პილოტირების პროცესი; შესაბამისად, გადამზადდა 50-მდე სკოლის პედაგოგი, განახლდა საპილოტე რესურსები“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203