სკოლებიდან 30-მდე მოსწავლე გაირიცხა, სტატუსი კი 13 ათასზე მეტს შეუჩერდა - სახალხო დამცველი 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს
02-04-2024
სახალხო დამცველის სამსახურმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა მიერ სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ანგარიშში ვკიხულობთ, რომ 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა, დონის დაძლევით ამოირიცხა ჯამში 13401 მოსწავლე, ასევე, აქედან 27 მოსწავლე გარიცხეს სკოლიდან. 13401 მოსწავლიდან 2 812 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთანავე, 1598-ის შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების საფუძველი იყო პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.

სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.





როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, გარკვეულწილად, შეიცვალა და დაიხვეწა სტატუსის შეჩერების მიმართვების სტატისტიკის ფორმა, რომელიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს, მოსწავლის სტატუსის შეჩერების რისკები რელევანტური აქტორების ჩართულობით გაანალიზდეს. ასევე მანდატურის სამსახურმა დახვეწა სწავლის მიტოვების არსებული ინდიკატორები, რაც, სამინისტროს ცნობით, იძლევა მოსწავლის სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზების დადგენის შესაძლებლობას

მიუხედავად, სწავლის შეჩერების/მიტოვების რეალური საფუძვლების გამოკვეთისა და აღრიცხვისა, სტატისტიკა კვლავ მნიშვნელოვან დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203