საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური დამტკიცდა
01-04-2024

განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური, ტესტირებას კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, დოკუმენტი კი სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს ეხება.

გამოცდაში მონაწილეობის საფასური 50 ლარია, ხოლო ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს NAEC.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულა დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

ტესტის შექმნამდე კი, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

ტესტირების ჩატარების შემდეგ ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოსაცდელთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203