„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება 
25-03-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად კი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით კი, თემატური აქტივობები მოეწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევარი დაამზადეს. გარდა ამისა, ამ დღესა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს.

„სკოლაში ჭრელი წინდების კამპანიას ტრადიციულად შეუერთდნენ.  2024 წლის მსოფლიო გზავნილია - ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203