ძირკვაძეების საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
19-03-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედის და ქალთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიება მიეძღვნა. ზეიმზე, მოსწავლეებმა დედებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა ასევე საყვარელი დედიკოები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს, რამაც ეს დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა.

დედა-სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი. საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს. მის გამო მთებს გადადგამს. დედა არის ცხოვრების საყრდენი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

სასკოლო საზოგადოება ყველა დედას, ქალბატონს ულოცავს 3 და 8 მარტს, მათ ბედნიერებას უსურვებს.

„ყველას ვუსურვებთ უღრუბლო ცას, ბედნიერებასა და ღიმილით სავსე ცხოვრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203