გამოცდის ტესტი 3 კომპონენტისგან შედგება - რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა საგრანტო გამოცდაზე გასვლამდე
15-03-2024
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ. 

იხილეთ, სტუდენტთა საგრანტო კონკურისის გზამკვლევი

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტი ერთიანია და მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს:

1. წაკითხულის გააზრება - 21 დავალება;
2. ლოგიკური მსჯელობა - 14 დავალება;
3. რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 42.

გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.

შეფასების სისტემა - სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი ტესტის თითოეული დავალება ფასდება 1 (მონიშნულია მხოლოდ სწორი პასუხი), 0 (არცერთი პასუხი არ არის მონიშნული) ან -0,2 (მონიშნულია არასწორი პასუხი) ქულით. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203