ძირკვაძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გააცნო
08-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, რათა ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ.

5 მარტს, ძირკვაძეების საჯარო სკოლას ყოფილი მოსწავლე და ახლა უკვე წარმატებული სტუდენტი -   დეა თავართქილაძე ეწვია. 

დეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი და პროექტ „თსუ დესპანის“ მონაწილეა. „თსუ დესპანი“ უკვე 12 წელია აქტიურად მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია, სტუდენტობის უპირატესობები, პირადი გამოცდილებები.

შეხვედრა დამამთავრებელი კლასების (მე-9, მე-10, მე-11, მე-12) მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, როგორია სტუდენტური ცხოვრება, რა განსხვავებებია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეჟღერებინათ ის კითხვებიც, რომლებიც აქამდე აწუხებდათ და პასუხები არ ჰქონდათ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საბოლოოდ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.

„მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო პროექტისთვის, პროექტის პარტნიორებს და ჩვენს მოსწავლეს თავისი სკოლის დაფასებისთვის“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203