მურჯახეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა
04-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, მორიგი საინტერესო აქტივობა - ანბანის ზეიმი, პირველ კლასში ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, მასწავლებელ ელმირა მარგარიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს და არაერთი ნომერი შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეები საზეიმოდ - თეთრ და იისფერ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ბუშტებითა და თემატური დეკორაციით მორთული გარემო კი სადღესაწაულო განწყობას მეტად ამაღლებდა. 

ბოლოს, მათ ფერადი კვამლიც გაუშვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203