რა ეკრძალებათ სოცმუშაკებს ბავშვებთან დაკავშირებით - დოკუმენტი
12-03-2024

სოცმუშაკების პროფესიულ სტანდარტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაცია (მომართვა, შეფასება, ჩარევის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, ვიზიტის ჩანაწერები, სხვადასხვა იურიდიული თუ სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა), რომლის გაცემაც ნებადართულია, ბენეფიციართან მომუშავე სხვადასხვა პროფესიონალს, სახელმწიფო უწყებასა და სასამართლოს, მხოლოდ ოფიციალური (წერილობითი) მომართვის და ბენეფიციართან/კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ თანხმობის დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი. თუმცა ბენეფიციარის თანხმობა არ უნდა გახდეს ინფორმაციის ავტომატურად გაცემის საფუძველი, განსაკუთრებით, თუ ის არასრულწლოვანია:

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ „ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი არ ეთანხმება ინფორმაციის გაცემას, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციის ადმინისტრაცია ინფორმაციას გასცემს მხოლოდ სასამართლო დადგენილების ან კანონმდებლობის საფუძველზე; ხოლო თუ არსებობს ბენეფიციარზე ძალადობის ან ბენეფიციარის მიერ თვითდაზიანების ან სხვების დაზიანების რისკი (რაც სოციალური მუშაკის მიერ დადგენილ იქნა ბენეფიციართან მისი უშუალო მუშაობის დროს) და ამავდროულად ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს უარს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, მაშინ სოციალური მუშაკი ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და ოქმის შედგენის შედეგად გადასცემს ამ ინფორმაციას პოლიციას და სხვა შესაბამის სტრუქტურას“.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203