ბაღის გამოსაშვები ალბომები უფასოდ დარიგდება - რომელ სკოლამდელ დაწესებულებებს ეხება გადაწყვეტილება
02-05-2023
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დასასრულს უახლოვდება. აღნიშულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ემზადებიან საბავშვო ბაღების ის ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ სკოლამდელ განათლებას და მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში მიდიან. გამოსაშვები ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში იმართება და სიმართლე რომ ვთქვათ, მშობლებისთვის არც იაფი ჯდება ეს ყველაფერი. სადღესასწაულო კოსტიუმები, დეკორაციები, გამოსაშვები ალბომები და ა.შ. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილი გარკვეულ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. მაგალითად, ქალაქ რუსთავის ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის ბაღის გამოსაშვები ალბომების დამზადების მიზნით ტენდერი გამოცხადა. რომელშიც გამარჯვებული ფ/პ გიორგი გაბიდაური.

სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა დამზადდეს 1845 ცალი ალბომი; ერთის ფასი 25.89 ლარია, საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე კი  47767.05 ლარი.


მომსახურების აღწერა დეტალურად:

1- აღსაზრდელთა და პერსონალის ფოტოგადაღება უნდა განხორციელდეს გაერთიანების 21 (ოცდაერთი) ფილიალში ადგილზე მისვლით. სადაც, ჯგუფების საერთო რაოდენობაა 47 (ორმოცდაშვიდი), ხოლო თითოეულ ჯგუში აღსაზრდელთა მაქსიმალური რ-ბა 48 (ორმოცდარვა) და პერსონალის - 5 (ხუთი).

2- უნდა დამზადდეს 1845 (ერთი ათას რვაას ორმოცდახუთი) ცალი ბაღის გამოსაშვები ალბომი.

3- ალბომის აღწერა:

3.1- ილუსტრირებულ გარეკანზე - წინა მხარეს აღსაზრდელის პორტრეტი, უკანა მხარეს ჯგუფის საერთო ფოტოსურათი; 1-2 გვერდებზე აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯგუფური ფოტოსურათები გაფორმებული ილუსტრაციებით, 3-4 გვერდებზე ჯგუფის აღსაზრდელთა პორტრეტები სახელის და გვარის მითითებით, ასევე ილუსტრაციებით.
3.2- ალბომი მთლიანად დამზადებული უნდა იყოს 1-2მმ. სისქის PVC-ს ფირფიტაზე დაკრული პრიალა ფოტოქაღალდით; გარეკანი არანაკლებ 25 მიკრონიანი ლამინირებით; ალბომის ზომები: 24X18 სმ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203