„ჩვენი სამყარო სუფთა გარემოა“​ - პატარა გარემოსდამცველები ლენჯერის N1 საჯარო სკოლიდან
10-05-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

„ჩვენი სამყარო სუფთა გარემოა“,- ამ ლოზუნგით სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვან ეკოაქტივობები შესთავაზეს და ბავშვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობა შეახსენეს. მოწაფეებმა სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობასა და გამწვანებაზე იზრუნეს, ბოლოს კი ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა სჭირდება. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203