წიგნიერების დღესასწაული ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში
10-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ღონისძიება საბაზო და დაწყებით საფეხურზე ქართული ენის კათედრამ დაგეგმა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის რჩეული ნაწარმოებები და განიხილეს წაკითხული ტექსტები.

ღონისძიებაში მასწავლებლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ ქართული ლიტერატურიდან, პოეზიის უკვდავი ნიმუშები წაიკითხეს. 

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203