ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მე-3 კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
10-05-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მოტივაციისა და მრალამხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო სკოლის მე-3 კლასში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსი.

კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს მიწვეულმა ჟიურის წევრებმა: ი. ნაროუშვილმა (პედაგოგი), ი. გოგუამ (პედაგოგი) და სკოლის ექიმმა ლალი ციკოლიამ, რომლის კალიგრაფიული ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

„ლალი ექიმის თქმით, „ვეფხვისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის გადმოწერას 2 თვე მოანდომა“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ბავშვებმა დაათვალიერეს ლალი ციკოლიას კალიგრაფიული ნიმუშები, რითაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ. საჩუქრად კი, მათ, სკოლის ექიმის შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევარი მიიღეს.

„იმედია, ჩემი მოსწავლეები ხელნაწერით დაინტერესდებიან და გამოიყენებენ წერის დედნად! წარმატებები მათ“, - აღნიშნავს პედაგოგი ირმა პაპავა.

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203