ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო აქტივობები
10-05-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით კლასში საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ბავშვებმა სააღდგომო კვერცხები წითლად შეღებეს, ლამაზი თემატური ნამუშევრები და დეკორაციები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203