ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებს ქართული ენის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
29-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, ღია ცის ქვეშ, მეექვსეკლასელებისთვის ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის განსხვავებული ფორმატით წარიმართა და ბავშვების დიდი ინტერესიც გამოიწვია. 

არაფორმალურ გარემოში, ჩატარებული ინტერაქციული გაკვეთილი მოწაფეებისთვის სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ნარინე აროიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203