2024 წლის მარტვილის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
10-04-2024
10 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატია გაზაფხულის სეზონი მარტვილის მუნიციპალიტეტით დაიწყო. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად კი მარტვილის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ღონისძიება, ტრადიციულად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეების დიდი ინტერესის ფონზე წარიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 31 გუნდი და 155 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავამ, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ და მასპინძელი სკოლის პრორექტორმა, ქრისტინე ძიძიგურმა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

 


20 კითხვის შედეგად გამარჯვებული სამეული გამოვლინდა:

2024 წლის „მარტვილის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა სალხინოს საჯარო სკოლის გუნდმა 77 ქულით. გუნდის კაპიტანია VII კლასის მოსწავლე ქრისტინე წულაია, შემადგენლობაში კი შედიან: დავით ბერიშვილი VII კლასი, გიორგი ხურცილავა VI კლასი, ანამარია ჭკადუა VII კლასი და ნატალი წულაია VI კლასი. 

მეორე ადგილზე 72 ქულით გავიდა გაჭედილის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი გიორგი ქვარცხავას ხელმძღანელობით. გუნდის შემადგენლობაში არიან: ნინო ბაღიშვილი VI კლასი, ნინი ჯღარკავა VI კლასი, მათე ჯანჯღავა VII კლასი და ნათია ბართია VII კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ინჩხურის საჯარო სკოლის გუნდმა 67 ქულით. აღსანშნავია, რომ ინჩხურისა და კერძო სკოლა „სხივის“ გუნდებმა თანაბარი 67-67 ქულა დააგროვეს, თუმცა ინჩხურის საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში მოახერხა (274 წამი) ვიდრე „სხივის“ გუნდის მოსწავლეებმა (287 წამი). ინჩხურის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა VII კლასელი მარიამ წოწორია, ხოლო შემადგენლობაში შედიან: მარიამ ჯანჯღავა VII კლასი, ლიზი წოწორია VII კლასი, თიკა ფირცხალავა VII კლასი და ანა ხაჟომია VII კლასი. 

ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

მარტვილში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203