პირველ კლასში ჩასარიცხ სსსმ მოსწავლეებს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი შეაფასებს
13-03-2024

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 მარტს სრულდება და ის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ეხება.

ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ საჯარო სკოლას, რომელშიც სურს შვილის დარეგისტრირება, მიუთითოს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით, შეავსოს მიმართვის ფორმა;

სკოლის ადმინისტრაცია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახდენს ბავშვის რეგისტრაციას;

სკოლა კი მშობლის მიერ შევსებულ მიმართვის ფორმას, შევსებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს.

დოკუმენტების წარდგენა მოხდება 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით:

სკოლიდან გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე, მულტიდისციპლინური გუნდის წევრის მიერ ხდება ბავშვის შეფასება და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა;

შეფასების დასკვნა ეგზავნება მშობელს და/ან იმ სკოლას, სადაც რეგისტრირებულია ბავშვი;

საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა ახდენს ბავშვის ჩარიცხვას პირველ კლასში;

თუ ბავშვს არ დაუდასტურდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, უქმდება რეგისტრაცია და სკოლა აწვდის მშობელს ინფორმაციას, შვილის რეგისტრაცია განახორციელოს რეგისტრაციის მომდევნო ეტაპებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203