
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაყრდნობით გვიზიარებს ხედვას, თუ როგორ შეიძლება ვუბიძგოთ მოსწავლეს წარმატებისკენ, პასუხისმგებლობისკენ, ხელი შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- სისტემატიურად ვუმოწმებთ მოცემულ დავალებას და ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- ეფექტური უკუკავშირი, იმის წარმოჩენა რა გამოუვიდა კარგად, შეხსენება იმისა, რომ შეცდომა დანაშაული არ არის.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- აღმოიფხვრას ბულინგი და გულგრილობა.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე თავად აკეთებს აღმოჩენებს ახალი ცოდნის აგებისას.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
-კომუნიკაცია, წაკითხულის გააზრება.
- ჩემი პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- საგნისა და მასწავლებლის სიყვარულმა.