გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
02-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და მხიარულად აღნიშნა.

მასწავლებელმა იულია გონჩაროვამ მოსწავლეებს, ბავშვთა დაცვის დღის დაარსებასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარუდგინა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „გიგანტური პლაკატი“ ერთად მოხატეს. გარდა ამისა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა სპორტულ-გასათობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩაატარა.

პედაგოგემა იზრუნეს, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. ზეიმის დასასრულს, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იცეკვეს და ჰარში ფერადი ბუშტები გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხიელთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203