დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში
18-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ინგა მუკუტაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღნიშნული ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონტაჟით - „ენა ქართული“ გახსნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა ქართული ასო-ბგერები მეტად მხიარულ ფერებში წარადგინეს. გარდა ამისა,  ქართული ენის, როგორც მსოფლიოში უნიკალური ენის ღირებულებებზე, უფროსი კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს. 

დიდი მოწონება დაიმსახურა 14 აპრილის, როგორც ქართული ენის დაცვის დღის შესახებ მომზადებულმა კომპოზიციამ. ღონისძიებას, მუსიკის მასწავლებლის თანხლებით, მოსწავლეთა მიერ შესრულებული სიმღერები ალამაზებდა. 

აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203