წნორის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
18-04-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სკოლაში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. თავიანთი ნამუშევრები I და II კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203