ტუნაძეების საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
18-04-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და სამშობლოსადმი სიყვარულს უღვივებენ. 

შესაბამისად, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი - დიდი ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ბავშვებმა ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203