„9 აპრილი - გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე“ - პატრიოტული ღონისძიება დეხვირის საჯარო სკოლაში
18-04-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა პატრიოტული ღონისძიება - „9 აპრილი - გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე“. 

მოსწავლეების თვალწინ ისტორიის პედაგოგმა ჯონი მუშკუდიანმა გააცოცხლა ქვეყნის უახლესი წარსულის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. 

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაცია, მხატვრული ფილმი, ასევე გაიმართა მსჯელობა და დისკუსია, უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შეფასება.

„9 აპრილი თავისუფალი საქართველოს დაბადების დღეა! ვიდრე იარსებებს საქართველო, ეს თარიღი ყველა თაობას შეახსენებს კაცობრიობის მთავარ ფასეულობებს. ამ დღეს სიკვდილით სიკვდილი დამარცხდა და პატრიოტი ადამიანების სახელი უკვდავებას, სამშობლოს ისტორიას შეუერთდა. ეს თარიღი ეკუთვნის ყველას, ყველა თაობას წარსულსა და მომავალში.

თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის მძიმე საფასური ახლავს. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია.1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

დიდება გმირებს! დიდება თავისუფლებას!“, - ამ ემოციური სიტყვებით დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203