ტყვირის საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
18-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამაში კი დიდი წვლილი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს მიუძღვის. სკოლაში ყოველ წელს განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს ხვდებიან. 

ამჯერად, სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებთან ერთად, უმასპინძლეს. მათ შორის კი, მომავალი პირველკლასელებიც იყვნენ. ისინი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ, სასკოლ გარემო დაათვალიერეს, კითხები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203