ყვარლის N2 სკოლის გოგონათა გუნდმა კალათბურთში, რეგიონალურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა
18-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ შეჯიბრებებში. 

14 აპრილს, თელავში ჩატარდა რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში 3X3-ზე, სადაც ყვარლის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირზე და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს. 

სკოლა მოსწავლეების წარმატებით ამაყობს, მათ წინსვლასა და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203