თბილისის N28 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავთან მინი ღონისძიება მოაწყვეს
19-04-2024
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. თბილისის N28 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. 

მათ შორის II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში - მათ შორის იყო კოლექტიური სვლა მთაწმინდის პანთეონში. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის საფლავთან მოაწყვეს მცირე, მინი ღონისძიება. მეორე კლასის პედაგოგმა - ქეთინო მელიქიშვილმა, კლასს, მშობლიური ენის ფასეულობის გააზრების, დაცვისა და მოფრთხილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

დღე შთამბეჭდავი, მრავლისმომცემი და საინტერესო გამოდგა. მოზარდებმა ეფექტურად გაართვეს თავი ყველა დაგეგმილ აქტივობას, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა დედაენის დღესთან დაკავშირებით. 

დღე მხიარულად დასრულდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203