საბუეს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა დამზადებული მუსიკალური საკრავები და საინტერესო პრეზენტაცია 
19-04-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება.

2 აპრილს, საბუის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საკლასო ღონისძიება თემაზე - „ჩემ მიერ დამზადებული მუსიკალური საკრავები“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკრავების შესახებ ლექსები, სიმღერები და პრეზენტაციები, ასევე მოისმინეს სხვადასხვა საკრავის ჟღერადობა და ამოიცნეს ისინი.

ბოლოს კი მათ მიერ შექმნილი მუსიკალური საკრავების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნანა ზაალიშვილი, რომელიც მოსწავლეთა შემოქმქდებითობის წარმოჩენა-განვითარებაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203