საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყვეს
19-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა შემეცნებით-კლასგარეშე ცხოვრებას კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა. 

ახლახან, გიმნაზიის მირიანისა და ნანას სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თინათინ ბლიაძის ხელმძღვანელობით, ლაშქრობა მოაწყვეს.

მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი - როალდ დალის - „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.

ისაუბრეს წიგნის მოლოდინებზე, პერსონაჟებსა და შთაბეჭდილებებზე.

მოსწავლეებისთვის ლაშქრობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203