დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში
17-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ენის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ასევე სცენაზე გაითამაშეს მასწავლებლის მიერ დაწერილი სცენარი - „ყვავილების ქვეყანა“. 

ღონისძიების ბოლოს დირექტორმა სერტიფიკატები გადასცა სხვადასხვა ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 














 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203