ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები სამშაბათს - უქმე დღეების სრული სია
08-04-2024

9 აპრილს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაისვენებენ. ეს თარიღი ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული - თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაწერილია ტრაგედიისა და იმავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ:

საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით  რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, თუმცა მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ოფიციალური უქმეები ბრძანებით რეგულირდება - იხილხეთ, რამდენი ოფიციალური დასვენების დღეა სკოლებისა და ბაღებისთვის;

ხოლო კანონში ზოგადი განათლების შესახებ, გაწერილია არდადეგების ხანგრძლივობა - 2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203