კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი 
07-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესის საინტერესო აქტივობებით გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეებისთვის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული დავალებების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, VII კლასში გაიმართა საინტერესო გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

კლასში აღინიშნა, რომ მცენარეები იმის მიხედვით, დაფარულია თუ არა მათი თესლი ნაყოფსხეულით, იყოფა ორ ჯგუფად: შიშველთესლოვნებად და ფარულთესლოვნებად - ასევე ორ ჯგუფად გაიყო კლასიც, თითოეული ჯგუფი კი, წარადგენდა შესაბამის მცენარეთა ჯგუფებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, ელექტრონული რესურსის გამოყენებით, დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს თემის ირგვლივ და პლაკატზე გადაიტანეს. 

საბოლოოდ, მოსწავლეებმა ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს. ამასთანავე, მოუწიათ პასუხის გაცემა საპირისპირო გუნდის წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებზე. 

გაკვეთილი ინტერაქციულ რეჟიმში, საინტერესოდ მიმდინარეობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203