კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული მისალოცი ბარათები
07-03-2024

კიდევ ერთი ლამაზი და შემოქმედებითი სადედისდღეო აქტივობა მოეწყო კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

დედა პატარების ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე საყვარელია, გრძნობების გამოსახატავად კი გაზაფხულის ეს პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაული საუკეთესო საშუალებაა. 

ამჯერად დედის დღისთვის მისალოცი ბარათები მე-3 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს.

პატარებმა საკუთარი სათქმელი და სიყვარული შემოქმედებით გადმოსცეს და დედებს დიდი სიხარული აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203