
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
დედის დღე ყველა ბავშვისა და დედისთვის გამორჩეული დღეა. ამ დღეს დედები მოუთმენლად ელიან შვილების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათების მიღებას. სწორედ ძვირფასი დედიკოების გასახარებლად მე-6ა კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და გადასცეს დედებს.
დედებისთვის მოსწავლეთა ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული ბარათები ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია.
იხილეთ ფოტოები: