
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები მოსწავლეებს გრძნობების გაზიარებას ასწავლიან.
შესაბამისად, სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურება.
„ხშირად ვამბობთ ხოლმე, „რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა, „დედა ხომ ყოველდღე საყვარელია“. მართალია, დედა ყოველთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? ალბათ, ბევრი დაგვეთანხმებით, რომ დიდი ხანია ეს არ გაგვიკეთებია, 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
მოსწავლეებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, მიეალერსნენ და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: