​კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა დედებს 3 მარტი საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
05-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ დედის დღეს არაერთი შემოქმედებითი აქტივობა მიეძღვნა. ამჯერად ასპარეზზე Iკლასის მოსწავლეები გამოვიდნენ.

პატარებმა, საყვარელი დედიკოებისათვის, დიდი სიამოვნებით, განსაკუთრებული მონდომებითა და ხალისით მისალოცი ბარათები დაამზადეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ თავიანთი სიყვარული და სათქმელი შემოქმედებითად გადმოსცეს და დედებს ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციეს. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა დასამახსოვრებელი, ძალიან სახალისო და ემოციებით დატვირთული იყო.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ გარემო სადაც თავიანთ ემოციებსა და შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203